11-07-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე აკაკი ზოიზის მიმართ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ აკაკი ზოიძეს ყველა მიმართულებით უტევენ. აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ადამიანი ისე უნდა იქცეოდეს, რომ მის ქცევაზე პირდაპირ მეხუთე კოლონა არ ახსენდებოდეთ.
„ჩვენს მეგობარს, თანაგუნდელს და ძალიან მაგარ კაცს ორი დღეა ძალიან ბინძურად უტევენ ყველა მიმართულებით...
კაკი ზოიძემ პირდაპირ ეთერში ნაციონალურ მოძრაობას მეხუთე კოლონა უწოდა!..
და ვისაც უწოდა, იმათ - ახალგაზრდებს უწოდა, ჩვენ არაო
თავდასხმა თავდაცვისთვის გავიგე, მაგრამ როგორც მინიმუმ ცოტა მართალი მაინც უნდა იყო და ისე არ უნდა იქცეოდე, რომ ამ ქცევაზე პირდაპირ მეხუთე კოლონა ახსენდებოდეს ადამიანს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ