გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ყველამ უნდა გავითვიცნობიეროთ,რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა მაშინ, როდესაც შენ თვლი, რომ მოქმედებ ყოველდღიურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

12-07-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციების შესახებაც ისაუბრა. 

„პირველ რიგში ყველამ, ახალგაზრდებმა, პირველ რიგში იმ აქტიურმა ახალგაზრდებმა, რომლებიც დგანან დღეს იმ აქციაზე, არა აქვს მნიშვნელობა რას ითხოვენ, უნდა გავითვალისწინოთ და გავითვითცნობიეროთ ერთი რამ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა მაშინ, როდესაც შენ თვლი, რომ მოქმედებ ყოველდღიურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არა აქვს მნიშვნელობა შენ ხარ თანამდებობაზე, იკავებ რაიმე პოზიციას, დგახარ აქციაზე, ხარ პოლიციაში, ხარ ჯარისკაცი. როდესაც შენ თვლი, რომ შენი ქმედება განპირობებულია არა შენი სუბიექტური, ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საყოველთაო და საზოგადოებრივი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვისწავლოთ ერთი რამ, რომ ვუსმინოთ ერთმანეთს. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს თითოეულ ამ ახალგაზრდას თუნდაც დღეს აქ სტუდიაში, რომ დავუძახოთ, ვინც გარეთ დგას, მათ წარმომადგენლებს და ვისაუბროთ იმაზე, რაც მათთვის საინტერესოა. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც აქცია, გამოხატვის თავისუფლება არის მშვიდობიანი, პოლიცია ყოველთვის იზრუნებს მათზე, როგორც ზრუნავდა აქამდე, როგორც ზრუნავს დღეს, ასევე იზრუნებს ხვალაც, მაგრამ როგორც კი, არა აქვს მნიშვნელობა რის გამო, ეს აქცია გახდება ძალადობრივი, მიიღებს შტურმის ან პოლიციაზე შეტევის, ან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევის სახეს, უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო, პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს, დაიცვას სახელმწიფო, სახელმწიფო ინტერესები და ინსტიტუტები, იმისთვის რომ ამ ახალგაზრდებმა იცხოვრონ დემოკრატიულ, ნორმალურ ქვეყანაში და არა ქაოსში და გაიზარდონ და თავისი მომავალი დაუკავშირონ იმ ქვეყანას, სადაც კანონი და სამართალი არის უზენაესი და არა ძალადობა და პოლიტიკური წეს-წყობილების შეცვლა ფიზიკური შეტევებით პარლამენტზე. ამიტომ დაველოდოთ არჩევნებს და ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უფრო, ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიცია იქნება, მმართველი ძალა იქნება, ვინც უფრო მიემხრობა რადიკალიზაციას, ვინც გაზრდის რადიკალიზაციის ტემპერატურას, ამომრჩეველი მას დასჯის. დარწმუნებული ვარ ამაში და ამას არჩევნები აჩვენებს. 

როგორ ფიქრობთ, ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ პირდაპირ, რომ არიან ორგანიზატორები ამ აქციის, რომელიც გადაიზარდა ძალადობრივში, როდესაც მოხდა ის მძიმე შედეგები, რაც მოხდა, არც ერთი მათგანი რომ არ გამოსულა, არ უნდა გამოსულიყვნენ და არ უნდა დაეგმოთ ძალადობა და ეს არ არის პასუხისმგებლობა პოლიტიკოსების, პარლამენტარების, იმ ადამიანების, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ ორგანიზატორები ამ აქციის და შემდგომ უცებ გაქრნენ სადღაც, როგორ ფიქრობთ, თუ ჩვენ დემოკრატიულ სტანდარტს ვამყარებთ, უნდა დაგმოს თუ არა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა ის შტურმი და თავდასხმა პოლიციაზე და ინსტიტუტზე, რომელიც მოხდა მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე? შევთანხმდეთ ერთ რაღაცაზე, რომ ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ ამ ქვეყანაზე და ყველამ ყველაფერი კი არ გადავაბრალოთ სხვას, ჩვენი კომპეტენციის და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ვთქვათ, რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომელზეც მე ვაგებ პასუხს. ეს არის ის პასუხისმგებლიანი მიდგომა, რომელიც ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს გვაკლია.

რასაც არ უნდა ვთვლიდეთ და როგორიც არ უნდა იყოს თითოეული ჩვენი, პოლიტიკოსის სუბიექტური აზრი, თითოეული ახალგაზრდა ამ ქვეყნისთვის არის რესურსი, რომელ კოლონასაც არ უნდა წარმოადგენდეს. ხელისუფლებას, მმართველს განსაკუთრებით, აქვს ვალდებულება მას ესაუბროს და ჩართული იყოს ამ ქვეყნის ყოველდღიურ სოციალურ, პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამიტომ გვაქვს პროპორციული ნულოვანი ბარიერი და ამიტომ ექნება ამ ახალგაზრდებს საშუალება, რასაც და ვისაც არ უნდა წარმოადგენდნენ, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ყველას დღეს ამოცანა გახლავთ პოზიტიური სტაბილურობა იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ყველა პასუხისმგებელ აქტორს დღეს უნდა გააზრებული ჰქონდეს, რომ მთავარია სიმშვიდე, სიწყნარე და მთავარია, რომ ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები, ის კატასტროფა, რაც დღეს ჩვენს ეკონომიკაში ხდება ყველაფერი იმის გამო, რაც ბოლო 1 თვის განმავლობაში ხდება, ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ და წყნარად, მშვიდად შეძლებისდაგვარად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს ღია, დემოკრატიულ გარემოში გააკეთონ არჩევანი პროპორციული ნულოვანი ბარიერით და ვნახოთ, რას მივიღებთ პარლამენტში,“ -განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930