გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: არაფრად არ ღირს ჩემი პოლიტიკური იმიჯი, თუ კანონის აღსრულება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, თითოეული ღირსეული პოლიციელის ღირსების დაცვა იქნება ჩემი გადადგომის შედეგად შეურაცხყოფილი

12-07-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, მათ შორის საუბარი შეეხო სახელისუფლებო გუნდის პოზიციებს.

„მე არავის ხერხემალი არ ვარ, მე ვარ გუნდის ერთი რიგითი წევრი, რომელმაც იცის ერთი რამ, რომ არაფრად არ ღირს ჩემი პოლიტიკური რეპუტაცია, არაფრად არ ღირს ჩემი პოლიტიკური იმიჯი, თუ კანონის აღსრულება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, თითოეული ღირსეული პოლიციელის ღირსების დაცვა იქნება ჩემი გადადგომის შედეგად შეურაცხყოფილი, ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც იმ ღამეს და არა მხოლოდ იმ ღამეს, ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია, მათ უჩნდებათ კომპლექსი, რომ რაღაც დააშავეს. რაში? როდესაც კანონის შესაბამისად დაიცვეს ინსტიტუტი და დაიცვეს თავიანთი კოლეგების და მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე? მაშინ როდესაც მათი მოქმედების არეალი იყო ის, რომ ისინი იყვნენ იძულებულები გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები. სამწუხაროდ, მოძალადე აქციის მონაწილე, მოიერიშე სისტემურ დაჯგუფებებზე, რომლებსაც სათავეში ედგათ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც მოუწოდებდნენ შეჭრაზე სახელმწიფო ძირითად ინსტიტუტში - პარლამენტში. და რა გინდათ მითხრათ, რომ ამის შემდგომ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის სტანდარტი, ეს იყო დანაშაული და ამიტომ უნდა წავიდეთ? არა! ყოველ შემთხვევაში ამ მიზეზის გამო.“ - განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი, მინისტრმა უპასუხა: „რას ნიშნავს? შემდეგ მქონდა, კი. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. იზიარებს გარკვეულ ნაწილში, გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს. თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა, გარდა პარტიულისა არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ეს არის ის ძირითადი მოვალეობა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, თუმცა რა თქმა უნდა, იმ ნაწილში, რომ იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება, თუმცა ასევე, როგორც ჩვენ, ისიც ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო კონკრეტული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი.“

ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ღამეს იყო თუ არა საქმის კურსში ის ბრძანებების შესახებ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031