გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოპოზიციური პარტიის წევრები დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვენ

12-07-2019

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ.

ისინი მოითხოვენ, რომ მათი დაკითხვა საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოხდეს.

მათი განცხადებით, ისინი არ ენდობიან ძალოვან უწყებას, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, მათი დაკითხვა განხორციელდეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ძალოვან უწყებაში, დღეს 12 საათზე ელოდებიან.

საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930