გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა აბსურდულია

12-07-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც 20 – 21 იცნისის აქციებზე საუბრობს.

გთავაზობთ მის განცხადებას უცვლელად: 

"მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ არის აბსურდული, ეს არის ზუსტად იმ დესტრუქციული ძალებიდან მომდინარე, რომლებმაც გაუკეთეს ორგანიზება 20-21 ივნისსამ შტურმს და ძალადობრივ ქმედებებს . მათი მიზანია პოლიციის შესუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული. გიორგი გახარია და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისს მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მათ ქვეყანა იხსნეს იმ დესტრუქციისგან და აგრესიისგან,რომელიც მომდინარეობს დიახ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს არ არის პირველი შემთხვევა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარდა მოვლენები , რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც დესტრუქციულიძალის მცდელობა ,შეჭრილიყვნენ პარლამენტში და ძალადობრივად მოეხდინათ პოლიტიკური პროცესების მართვა.

მართალია პროცესი დაიწყო მშვიდობიანი აქციით , თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების ფონზე, ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა,რაც გამოიხატა შტურმის სახით და პოლიციელებზე თავდასხმით , რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში. მოძალადეების მიერ 30-მდე პოლიციელი იქნა გატაცებული, გაიტაცესდამცავი ფარები და ახდენდნენ პირდაპირ ძალადობას პოლიციელებზე .
გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან სწორად აღნიშნა , რომ დგება ჟამი, როდესაც სახელმწიფო მოხელე იღებს ძალიან რთულ გადაწყვეტილებას, მოძალადეებთან შევიდესკომპრომისზე და გაუფრთხილდეს საკუთარ იმიჯს, თუ მიიღებს სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას, დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები და მოახდინოსმოძალადეების მიმართ პროპორციული ძალის გამოყენება .

ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რა ხდებოდა თბილისის სავადმყოფოებში მეორე დღეს. მიყვანილ დაშავებულთა ნახევარი იყო პოლიციელი .ძალიან სამწუხაროა, რომძალადობრივი აქციის წინააღმდეგ მიმართულ პროპორციულ ძალას ჩვენი თანამოქალაქეების და პოლიციელების დაზიანება მოჰყვა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა, ხოლო მოძალადეებმა, პირველ რიგში ძალადობით , სხვადასხვა იარაღის გამოყენებით, შტურმის დროს პოლიციელები დააზიანეს.
ნაწილი მოძალადეებისა აგრძელებდა ქუჩებში დესტრუქციულ ქმედებას, ამიტომ პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა შესაბამისი ქმედებები, გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები მოძალადეთა ქმედების აღსაკვეთად.

ამიტომ, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ 20-21 ივნისს პოლიცია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მან გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალებები, რომელიც კანონით არის დაშვებული ძალადობის და შტურმის წინააღმდეგ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიან აქციას არბევდა, დასდევდა მომიტინგეებს და ახდენდა მათზე ფიზიკურად უსწორდებოდა, ხოლო 20-21 ივნისს, ძალადობრივი აქციისწინააღმდეგ პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა შესაბამისი პროპორციული ძალა, რაც იყო უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაეცვათყოველგვარი ძალადობრივი პროცესების ძალადობრივი განვითარებისგან", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930