გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: 20-21ივნისის ღამეს ჩვენ ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში , როგორ იყო შეტევა პოლიციის კორდონებზე პარლამენტის შენობის დასაკავებლად

12-07-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ძვიად ძიზიგური 20 ივნისის ღამეს აფასებს და ამბობს, რომ დაუშვებელია შეტევა პარლამენტზე და პოლიციის კორდონებზე.

ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, მისი მინისტრის მოქმედება იმ ღამეს იყო სავსებით ლეგიტიმური, ემსახურებოდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს 


„მინდა „საქართველოს კონსერვატიული პარტიისა“ და პარლამენტში შემავალი ფრაქციის სახელით განვაცხადო - საქართველოს და მის მოსახლეობას არ აქვს მოკლე მეხსიერება. ჩვენ ძალიან კარგად გვახოვს ჩვენი უახლესი ისტორია, რომელიც ორჯერ, ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში გამოიხატა. ერთხელ ეს იყო 1992 წლის სისხლიანი გადატრიალება,რომელიც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე იმსხვერპლა. მეორედ ეს იყო „ვარდების რევოლუცია“, რომელიც სწორედ პარლამენტის შენობაში ძლადობრივი შეჭრის გზით განხორციელდა. ორივე შემთხვევაში საქართველო და მისი მოსახლეობა დარჩა მხოლოდ წაგებული და დაზარალებული. ამიტომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი მას შემდეგ რაც „ვარდების რევოლუცია“ დამთავრდა, ყველა თავისი პოლიტიკური აქტივობის დროს იყო შეთანხმებული და ჩამოყალიბებული რომ ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური და კანონიერი გზა არსებობს - ეს არის არჩევნები. ამისკენ მოუწოდებს „კონსერვატიული პარტია“ და ბევრი სხვაპარტიაც მუდიმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ არჩევნების გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს პოლიტიკურ განვითარებას.

20-21 ივნისის ღამეს ჩვენ ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, უწყვეტი კადრებით მიდიოდა, როგორ იყო შეტევა პოლიციის კორდონებზე პარლამენტის შენობის დასაკავებლად. ეს არის სრულიად დაუშვებელი და ძალოვანი უწყებები იმიტომ ჰყავს ქვეყანას რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები აღკვეთოს.

ვაცხადებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, მისი მინისტრის მოქმედება იმ ღამეს იყო სავსებით ლეგიტიმური, ემსახურებოდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს; ემსახურებოდა სახელმწიფო ინსტიტურების შენარჩუნებისა და სახელმწიფოს განვითარების საქმეს, და ვფიქრობ რომ მოთხოვნა გახარიას გადადგომის შესახებ არის ემოციურ ნიადაგზე დაფუძნებული, ან პოლიტიკური ოპონენტების სურვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რამდენად ადეკვატური იყო პოლიციის ცალკეული თანამშრომლების საქმიანობა - ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, სწორედ ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა პერსონა, რომელმაც იმ დღეს თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. ამავე დროს ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის ნახოს თუ ვინ იყვნენ პოლიციაზე ორგანიზებული შეტების მოთავეები. ვფიქრობ, რომ ამას გამოძიება პასუხს გასცემს, პროცესები არის სამართლებრივ სიბრტყეში გადასული და ეს ყველაფერი სასამართლოთი დასრულდება, რომლისგანაჩენით ყველაფერს გაეცემა თავისი პასუხი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031