12-07-2019
მამუკა მდინარაძე 20 ივნისის აქციას აფასებს და ამბობს, რომ შეუძლებელი იყო „ნაცმოძრაობის“ და ორგანიზებული შტურმის მოგერიება პოლიციის მხრიდან ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე.
„გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არც ერთ კითხვას და მითუმეტეს, პასუხისმგებლობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ გიორგი გახარიას ყოველი გამოჩენა კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში აგდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან არც სიმართლეა მათ მხარეს და არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. ასე რომ, ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული „მეხუთე კოლონა“ „ნაცმოძრაობის“სახით, ხოლო მეორე მხარეს - ხელისუფლება - კონკრეტულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობას, იცავს სახელმწიფოს და მისმომავალს.
რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები და ამას უსწრაფესი გამოძიება და ამ ადამიანებზე ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ, ასევე აღსანიშნავია რომ 20 ივნისს შეუძლებელი იყო „ნაცმოძრაობის“ და ორგანიზებული შტურმის მოგერიება პოლიციის მხრიდან ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე. აუცილებლად უნდა გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან არდამდგარა ეჭვქვეშ - და სხეულის დაზიანების ის ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა არ იყო - რაზეც გამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტულიპასუხები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.