გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: შს მინისტრი ყველაზე მწვავე კითხებზე, ორი საათის მანძილზე, გულრწფელ და არგუმენტირებულ პასუხებს სცემდა

12-07-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ტვ პირველის“ გუშინდელ ეთერში გიორგი გახარიას სტუმრობას ეხმაურება და აცხადებს, რომ გახარიამ გუშინ გულწრფელად და არგუმენტირებულად ისაუბრა.

„ფაქტია, რომ 20-21 ივნისის ღამეს პირველად მოხდა, რომ აქციის მონაწილეებმა განახორციელეს ძალადობა სამართალდამცველების მიმართ; ფაქტია, რომ გასტაცეს აღჭურვილობა, რიგებიდან გაიტაცეს პოლიციის 30 თანამშრომელი და თითოეული მათგანი იყო ნაცემი; ფაქტია, რომ პოლიციელების მიერ მომიტინგეებისთვის დარიგებული წყლის საპასუხოდ, პროვოკატორებმა სამართალდამცველების მიმართ დაიწყეს ბოთლებისა და ქვების სროლა; ფაქტია, რომ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა წამოაყენეს ულტიმატუმი, რაც პარლამენტში შეჭრაში გამოიხატებოდა და შემდეგ სცადეს ამ ულტიმატუმის სისრულეში მოყვანა; ფაქტია, რომ შემდეგ, ისინი აპრილის თოვლივით გაქრნენ რუსთაველის გამზირიდან და ფაქტია, რომ დღემდე არც ერთ ეპიზოდზე არ აუღიათ პასუხისმგებლობა.

ცხადია, მათ არ მოეწონებოდათ შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი ინტერვიუ, რომელიც ყველაზე მწვავე კითხებზე, ორი საათის მანძილზე, გულრწფელ და არგუმენტირებულ პასუხებს სცემდა, რადგან ერთ მხარეს არის სახელმწიფოს ინტერესები, პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება, მეორე მხარეს კი ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების აღვირახსნილი მცდელობა.

გარდა ამისა, ერთი მთავარი სხვაობა, რომელიც ჩვენს შორის 20-21 ივნისის მოლვენების შეფასებისას არსებობს, არის ის, რომ იქვე ვამბობთ სამართალდამცელების მხრიდან ნებისმიერ გადაცდომაზე იქნება შესაბამისი და სამართლებრივი რეაგირება და ეს პროცესი, სახალხო დამცველის ჩართულობთ, დაწყებულია, ნაციონალური მოძრაობა კი ისევ გაურბის პასუხისმგებლობის აღებას და ყველაზე უზნეო მეთოდებით ცდილობს პოლიტიკური დღის წესრიგის დაკმაყოფიელბას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შს მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობიდან წასვლა ნიშნავს პასუხისმგელბოიდან გაქცევას და რომ სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა ხშირად გვაყენებს მძიმე არჩევანის წინაშეც, კერძოდ - უკანონობასთან კომპრომისსა და მასზე მძიმე პასუხის გაცემას შორის. ამ დროს, კი სწორი არჩევანის გაკეთება ჩვენი ვალდებულებაა.

დღეს, ჩვენი ქვეყნის მტრების მიზანია, რომ დაისაჯონ პოლიციელები, ვინც არ დაუშვეს დესტაბილიზაცია, პარლამენტზე შტურმი, ძალადობა და არა ის, ვინც ამ ძალადობას და შტურმს აორგანიზებდა და ახორციელებდა, ამიტომ პოლიციის დელეგიტმაციის ნებისმიერი მცდელობა არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც არ დაუშვებს ჩვენი სახელმწიფო და ქართული საზოგადოება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930