12-07-2019
საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე 1tv.ge ერთ-ერთ რუსულ პროვაიდერზე დარეგისტრირებული IP მისამართიდან კიბერშეტევის მცდელობა აღიკვეთა.
ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ოფიციალურ ვებგვერდზე 16:25 საათზე აქვეყნებს.
ვებპორტალზე ბოლო 20-30 წუთის განმავლობაში ანომალიური დატვირთვა ფიქსირდებოდა.
როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, გამოვლინდა ერთი IP მისამართი, საიდანაც სავარაუდოდ ხორციელდებოდა საიტის სკანირება ან ერთი კონკრეტული მისამართიდან შეტევის მცდელობა.
საეჭვო მისამართი ამ დროისთვის დაბლოკილია.