გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: მიუხედავად ინგა გრიგოლიას მცდელობისა ისევ "დათვის ტყვიები" დარჩენილიყო საზოგადოების ცნობიერებაში, მინისტრისგან მტკიცებით ფორმაში შევიტყვეთ რომ არალეტალურ ტყვიები იყო გამოყენებული

12-07-2019

ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის შეფასებით, მიუხედავად ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მცდელობისა ისევ "დათვის ტყვიები" ყოფილიყო დარჩენილი საზოგადოების ცნობიერებაში, მინისტრისგან მტკიცებით ფორმაში შევიტყვეთ რომ არა ლეტალურ ტყვიები იყო გამოყენებული, რომელიც კანონით ნებადართულია მსგვსი სიტუაციების დროს.

ამის შესახებ ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა გადაცემა რეაქციაში: 

1. გიორგი გახარიამ მაქსიმალურად ის ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომლის მიწოდებაც ამ ეტაპზე არ დააზრალებს გამოძიების მიმდინარეობას; 

2. მიუხედავად ქ-ნი ინგა გრიგოლიას მცდელობისა ისევ "დათვის ტყვიები" ყოფილიყო დარჩენილი საზოგადოების ცნობიერებაში, მინისტრისგან მტკიცებით ფორმაში შევიტყვეთ რომ არა ლეტალურ ტყვიები იყო გამოყენებული, რომელიც კანონით ნებადართულია მსგვსი სიტუაციების დროს; 

3.მიუხედავად გადაცემის წამყვანის მრავალგზის დაჟინებული წინააღმდეგობისა მინისტრმა გახარიამ შესძლო აეხსნა,რომ არა მშვიდობიანი მიტინგის დარბევასთან გვქონდა საქმე, არამედ კანონიერების დაცვასთან და საფრთხის აცილებასთან (რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი ვალდებულებაა!) 

4. მინისტრი დაინტერესებულია პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდმობის გამოძიებასთან დაკავშირებით; 

5. საზოგადოებამ მიიღი მტკიცე დაპირება 20/21 ივნისს მოვლენების გამოძიების ბოლომდე მიყვანისა და მეტად საინტერსო, სავარუდოდ რბილად რომ ვთქვათ შემაშფოთებელი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების შესახებ!“-აცხადებს ანალიტიკოსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930