გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ნორიოში ამწე დაგორდა და 8 ავტომობილს დაეჯახა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

13-07-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. "შემოვილთ გზაზე" ტვირთის ამწე მანქანა დაგორდა და 8 ავტომობილს დაეჯახა.


არსებული ინფორმაციით, ტვირთის ამწე მანქანა აღმართზე მიდიოდა რა დროსაც სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და დაგორდა.


დაგორებული მანქანა მის უკან მიმავალ 8 მანქანას დაეჯახა, მათ შორის იყო ტრაილერი, რომელის მძღოლიც ადგილზე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომი კი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.


ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კიდევ 4 ადამიანი დაშავდა.


შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-6 ნაიწილით მიმდინარეობს.




inforustavi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930