გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
18 წლის სტუდენტმა მატარებლის რელსებში ჩავარდნილი ბავშვი გადაარჩინა

16-02-2018

იტალიის ქ. მილანში, 18 წლის სტუდენტმა, ლორენცო პიანაცამ, ერთ-ერთ მეტროსადგურში, მატარებლის რელსებში ჩავარდნილი ბავშვი, გადაარჩინა.

"il Giorno"-ს საინფორმაციო  წყაროს ცნობით, იტალიის მერი, მადლიერების ნიშნად, პირადად დაუკავშირდა სტუდენტს და სამთავრობო რეზიდენციაში მიიწვია.

სათვალთვალო კამერამ, დააფიქსირა მომენტი, სადაც ლორენცო, რელსებში ხტება, ბავშვის გადასარჩენად. სოციალურ ქსელებში, არ წყდება ლორენცოს მიმართ გამოხატული კომენტარები და თბილი სიტყვები.  

"ვფიქრობ, რომ 10-დან 9 ადამიანი, ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც მე. არც მიფიქრია, რომ ასეთი ამბავი ატყდებოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ასეთი ინციდენტის დროს, უმეტესობა, ზუსტად ასე მოიქცეოდა" - აცხადებს ლორენცო, იტალიის მერთან ვიზიტის დროს, რომელიც, ქ. მილანის მეტროსადგურ "რესპუბლიკის" მეთვალყურესთან, 32 წლის, კლაუდია ფლორა კასტელანოსთან ერთად იყო მიწვეული.

უბედური შემთხვევის დროს, კლაუდიამ, მოასწრო და მომენტალურად ჩართო, აკრძალული შუქნიშანი. 

ვიდეორგოლში, ნათლად ჩანს, რომ 2, 5 წლის ასაკის ბავშვი, სახელად მოჰამედი, რომელიც მილანის მეტროსადგურ "რესპუბლიკაში" თამაშობდა და დარბოდა, თავი ვერ შეიკავა მეტროს პლატფორმაზე და მატარებლის რელსებში ჩავარდა. როგორც კადრებიდან ჩანს, ვერც ერთმა ადამიანმა, ვერ გარისკა, ბავშვითან ჩასვლა. 

ბავშვის ჯამრთელობის მდგომარეობას, საფრთხე არ ემუქრება. ლორენცოს გმირულმა საქციელმა. მოჰამედი, უვნებელად გადაარჩინა.


"პრაიმტაიმი"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930