გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: ნიკა მელია და ოპოზიციის სხვა ლიდერები გარკვეულ ეპიზოდებში ცდილობდნენ. მათ მიერვე ორგანიზებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცათ მშვიდობიანი ხასიათი

14-07-2019

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"გენერალურ პროკურატურაში ჩატარებულმა ბრიფინგმა, კიდევ ერთხელ მთელს საზოგადოებას აშკარად დაანახა, თუ როგორ მოუწოდებდა და როგორ მიჰქონდა ძალადობრივი იერიში სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს, რის პარალელურადაც გარკვეულ ეპიზოდებში ცდილობდნენ მათ მიერვე ორგანიზებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცათ მშვიდობიანი ხასიათი. 

უსუსური მცდელობა, რომ თავიანთი დანაშაული სხვას გადააბრალონ და მოახდინონ სიმართლის მოდელირება პასუხისმგებლობას ვერ ააცილებს იმ პირებს, ვინც ხელი აღმართა საქართველოს მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტზე.

პს: ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები", - წერს ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930