14-07-2019
,,ალბათ, ყველამ კარაგდ იხილა , რომ აქ ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ ძალადობისკენ მოწოდებებს, რომლებიც ძალადობის განხორციელების რეალურ საფთხეს ქმნის და სისხლის სამართლის წესით დასჯადია. აქ სახეზე იყო უკვე რელიზებული ძალადობა, ძალადობის შემდგარი ფაქტი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებში ნიკა მელიას მონაწილეობის შესახებ ტელეკომპაია "იმედის" ეთერში.
მეზვრიშვილმა გამოძიებისთვის დამატებითი მუხლით კვალიფიკაციის ცვლილების შესახებაც ისაუბრა.
,,მას შემდეგ, რაც გამოძიების მიმდინარეობისას მოვიპოვეთ კონკრეტული მტკიცებულებები გაჩნდა კვალიფიკაციის დამატების აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ - კვალიფიკაცია არ შეცვლილა - დაემატა კვალიფიკაცია რაკი შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, არსებობდა კონკრეტულ მკიცებულებებზე დაყრდნობით. გამოძიება მიმდინარეობს როგორც 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორანიზებას გულისხმობს ისე, 315- ე მუხლით, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია’’, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
რაც შეეხება გამოძიების პროცესს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იმედოვნებს რომ კონკრეტული შედეგები მალე დაიდება.
,,იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე დროში კონრკეტულ შედეგებს დავდებთ სამართალდამცავი ორგანოები და კონკრეტულ მტკიცებულებებს მოვიპოვებთ , რაც უკვე უფრო მაღალი სტანდარტით მოგვცემს ამ კვალიფიკაციით კონკრეტული ქმედების ჩადენის დადასტურების შესაძლებლობას.