გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ბანკი ქართუ“ მომხმარებელს აფრთხილებს, ნუ შეიყვანენ ყალბ გვერდებზე პირად მონაცემს და არ ენდონ ყალბი ინტერნეტპლატფორმებიდან მიღებულ შეთავაზებებს

14-07-2019

"ბანკი ქართუ" სოციალურ ქსელში ბანკის სახელით შექმნილ გვერდერბთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"სს „ბანკი ქართუ“ გაცნობებთ, რომ გაურკვეველი პირების მიერ, სოციალურ ქსელში „ბანკი ქართუს“ ლოგოთი შეიქმნა ყალბი ფეისბუქ და ინტერნეტ გვერდები, (https://www.facebook.com/Cartubank-693425757768500/-vtblogin.com), რომელიც მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს, რისთვისაც ითხოვს პირად მონაცემებს.

აღნიშნული აშკარად შეიცავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს.

"ბანკი ქართუ“ მომხმარებელს აფრთხილებს, ნუ შეიყვანენ ყალბ გვერდებზე პირად მონაცემს და არ ენდონ ყალბი ინტერნეტ პლატფორმებიდან მიღებულ შეთავაზებებს.

მომხმარებლთა ინტერესების დაცვის მიზნით, „ბანკმა ქართუმ“ უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს ფაქტის სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც ყალბი გვერდები შექმნა, შესაბამისად დაიბლოკება ყალბი გვერდები და მომხმარებელი იქნება დაცული.

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით “ბანკი ქართუს” სატელეფონო მომსახურების ცენტრს: +995 032 200-80-80, მობილურიდან *8080", - ნათქვამია "ქართუს" განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031