14-07-2019
შინაგან საქმეთა მინისტრის ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა დაწყებული გამოძიების და იმ მტკიცებულებების შესახებ რაც ამ დროისთვის სამართალდამცველებმა მოიპოვეს.
"ეს ცოტა განსხვავებული სიტუაცია გახლავთ. აქ, ალბათ, ყველამ კარგად იხილა, რომ ადგილი არ ჰქონდა უბრალოდ მოწოდებებს და უბრალოდ ძალადობისკენ მოწოდებებს, რომელიც თუ რეალურ საფრთხეს ქმნის ძალადობის განხორციელებისას, სისხლის სამართლის წესით დასჯადია. სახეზე იყო უკვე რეალიზებული ძალადობა. ძალადობის შემდგარი ფაქტი. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ კონკრეტული მტკიცებულებები, გაჩნდა გამოძიების მიმდინარეობის დროს კვალიფიკაციის დამატების აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ, აქ კვალიფიკაცია არ შეცვლილა. მიმდინარეობს როგორც 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, ისე 315-ე მუხლით, რაც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. დაემატა კვალიფიკაცია. შესაბამის სამართლებრივი საფუძველი კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არსებობდა, ახლა გამოძიება გაგრძელდება ამ ორი მუხლით და აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება რომელსაც ამ საქმის ფარგლებში შს სამინისტრო და პროკურატურა მოიპოვებენ განიხილება და შეფასდება აი ამ ორიო კვალიფიკაციის ჭრილში, მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჭრილში.
იმედი მაქვს, რომ ძალიან მოკლე დროში კონკრეტულ შედეგებს დავდებთ სამართალდამცავი ორგანოები და კონკრეტულ მტკიცებულებებს მოვიპოვებთ, რაც უფრო მაღალი სტანდარტით მოგვცემს ამ კვალიფიკაციით კონკრეტული ქმედების ს ჩადენის დადასტურების შესაძლებლობას. ჩვენ ვამბობთ, რომ აქცია თავიდან მშვიდობიანი იყო, შემდეგ ეს აქცია გახდა ძალადობრივი, ამას ვერსად გავექცევით. მე მესმის, რომ გარკვეული ადამიანები ცდილობენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ სხვადასხვა, მათ შორის, პოლიტიკური მოტივაციიდან გამომდინარე, მაგრამ იმისი არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო ისეთივე სირცხვილია, როგორც იმისი არაღიარება, რომ აქციის შეწყვეტის ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ცალკეულ ფაქტებს, რომელიც სათანადო გამოძიებას საჭიროებს. ამიტომ ორმაგი სტანდარტები აქ არ უნდა დავუშვათ. არც ჩვენ არ უნდა დავუშვათ და არც იმ ადამიანებმა, რომლებიც არ აღიარებენ უბრალოდ აქცია სადაც პოლიციელებს თავს ესხმოდნენ, კორდონიდან იტაცებდნენ, ფარებს სტაცებდნენ, პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, სადაც რკინის კონსტრუქციებს პოლიციელებს ურტყამდნენ, კორდონიდან გატაცებულ პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამ ფონზე კიდევ აცხადებენ ადამიანები,რომ ძალადობრივი არ იყო", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.