გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე: ქალბატონო ინგა გრიგოლია, ბოდიშს გიხდით, თუკი ჩემი დაწერილი კომენტარი საკუთარ შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად მიიღეთ

14-07-2019

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშს უხდის. განცხადებაში, რომელიც ონიანმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, ის ასევე ბოდიშს უხდის მეგობარს, რომლის მისმართითაც გააკეთა კომენტარი ფეისბუქპოსტზე, კოლეგებს პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, ასევე საკუთარ მეუღლეს.


,,ჩემო მეგობრებო, ძვირფასო ადამიანებო, ალბათ აკვირდებით ჩემს გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს, უამრავი თქვენგანი პირადად მეხმიანება, ზოგიც საჯაროდ ცდილობს ჩემს დაცვას, ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, კამათობენ, დაობენ... მაშინ როცა ისედაც უამრავი პრობლემაა ჩვენს გარშემო, დაპირისპირების დამატებითი საფუძველი ნამდვილად აღარ გვჭირდება. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ და საზოგადოების თითოეული წევრის ღირსებას, ამიტომ ვერ დავუშვებ კიდევ ახალ კონფლიქტს ჩემი მიზეზით. მიუხედავად იმისა,რომ ჩემი მეგობრული ხუმრობა მის ადრესატს საერთოდ არ სწყენია, პირველ რიგში მას ვუხდი ბოდიშს, შექმნილი უხერხულობისთვის. ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს პარტია „ქართული ოცნებიდან“, რომლის იმიჯსაც შეეხო ეს აჟიოტაჟი, რომლის წარმატებისთვისაც ბევრი მიბრძოლია და კიდევ ვიბრძოლებ, რადგან მჯერა, რომ ერთადერთი პარტიაა პოლიტიკურ ასპარეზზე და სწორედ „ქართულმა ოცნებამ: დააყენა საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე.


დიახ, „ქართული ოცნების“ მონაპოვარია სიტყვის თავისუფლება, რომელიც ხშირად ერთმანეთის და ქვეყნის შეურაცხყოფაში გვერევა. ჰოდა, რადგან ხანდახან შეცდომებს ვუშვებთ, ქალბატონო ინგა გრიგოლია, ბოდიშს გიხდით თუკი ჩემი დაწერილი კომენტარი საკუთარ შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად მიიღეთ. ბოდიშს გიხდით, რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტის პროფესიას და ამაში ჩემი მეგობარი ჟურნალისტები დამეთანხმებიან. ბოდიშს გიხდით როგორც ქალს, რადგან როგორც მამაკაცი, ქალისათვის ბოდიშის მოხდაში ვერაფერს დამამცირებელს ვერ ვხედავ...


და აქვე ბოდიშს ვუხდი ჩემს მეუღლეს, რომელიც ამ თვეში კიდევ ერთხელ გახდება დედა და ბოლო დღეებია ჩემს გამო ისმენს უამრავ ლანძღვას და გინებას. .. იმედს ვიტოვებ, ჩვენს შვილებს ისეთ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, სადაც მეგობრული მიმოწერები პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ ხდება და სადაც ყველამ იცის თავისი ფუნქცია და ადგილი”, - ნათქვამია განცხადებაში რომელიც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ცოტა ხნს წინ გამოაქვეყნა.


რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შსს-ს მინისტრ გიორგი გახარიასთან ინტერვიუს ამსახველ პოსტს კომენტარის სახით მიაწერა - ,,ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“, რასაც ონიანის მისამართით საზოგადოების ხრიდან მწვავე კომენტარები და შეფასებები მოყვა. მოგვიანებით ლევან ონიანმა განმარტა, რომ მას ამ კომენტარში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არ უგულისხმია.




https://www.interpressnews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930