15-07-2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 15-20 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. არჩილ თალაკვაძე ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, პარლამენტის წევრების როლზე ისაუბრებს.
ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, არჩილ თალაკვაძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ პრაისთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან, სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან, ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელ მარკ გრინთან და ექსპერტებთან გამართავს.
დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე შედიან. ვიზიტის ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილი და სერგი კაპანაძე კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.