გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
2021 წელს საქართველოში შესაძლოა, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდეს

15-07-2019

დღეს, მიუნხენში მდევარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში, თბილისის დროით 18:30 საათზე, 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდება. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანაა – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.


საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის მასპინძლობის სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოთქვა.


ოფიციალური განაცხადი კი ქართულმა მხარემ ფიბა ევროპაში 15 მარტს დააფიქსირა.


ქართველ გულშემატკივარს ევრობასკეტ – 2021-ს მასპინძლების გამოცხადების ცერემონიის ხილვა პირდაპირ ეთერში, საქართველოს პირველი არხის სპორტული ფეისბუკ გვერდის საშუალებით შეეძლებათ.





https://1tv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930