15-07-2019
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ბუდაპეშტის გრან პრიზე გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ფინალამდე გზაზე ყველა მეტოქე იპონით დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ სოიჩირო მუკაის შეხვდა.
ფინალური ბრძოლა დაძაბული გამოდგა, თუმცა დამატებით დროში შერაზადიშვილმა მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
„ორივე ვნერვიულობდით, იმიტომ რომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ.
ფინალში ძალიან დიდი როლი ტაქტიკამ ითამაშა