გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: მოსახლეობის ტვინების გამორეცხვა გრძელდება

15-07-2019

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე „რუსთავი 2“- ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება. მისი თქმით „რ2“- ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა არ არის ახალი, რადგანაც IRI- ის ოფისს არანაირი კვლევის პრეზენტაცია არ ჩაუტარებია.

„მოსახლეობის ტვინების გამორცეხვა გრძელდება, თუმცა ძალიან კომიკური ფორმით. ისე რომ IRI-ს ოფისს არანაირი პრეზენტაცია არ გაუკეთებია, „რ2“ -მა ამ ორგანიზაციის მიერ არავინ უწყის როდის ჩატარებული "კვლევის" შედეგები გამოაქვეყნა და ჰოი საოცრებავ: რეიტინგებში "ლიდერობს" დავით ბაქრაძე, რომელმაც ბოლო არჩევნებში 10% მიიღო, ხოლო დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი რომლებიც წინა კვლევებში ნდობის ველშიც კი არ იყვნენ მოხვედრილი, 41-41% იქნენ "დასაჩუქრებულნი" სხვა "მარგალიტებზე" საუბარი უბრალოდ უხერხულია. 
ის მაინც ვერ გაბედეს, რომ "ნაცმოძრაობა" რეიტინგების ლიდერად გამოეყვანათ და ისევ მეორე ადგილზე დატოვეს "ოცნების" შემდეგ. 
ველოდები IRI-ს რეაქციას, ბოლოსდაბოლოს საქმე მის იმიჯს ეხება“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930