გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა

15-07-2019

თეიმურაზ კუპატაძე დავით გარეჯასთან მომხდარზე - „არის მშვიდი ვითარება - უახლოეს დღეებში მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას“.


დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი და ადგილზე მშვიდი ვითარებაა.


"განვიხილეთ ის პერიოდი, რა პერიოდშიც იქნება აკრძალვა საზღვრის ამ შეუთანხმებელ ტერიტორიაზე.


ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება გახსნილი - სიტუაცია დაუბრუნდება ძველ რეჟიმს.


მოქალაქეები, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადაადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე.


რაც შეეხება ინციდენტს, გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან.


მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი მათ შორის.


ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად სიტუაცია დროულად იქნა განმუხტული.


არის მშვიდი ვითარება.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აყვებიან პროვოკაციებს, რათა მიეცეს დელიმიტაციის კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება", - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930