გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერიან გორგილაძე: რეიტინგებს ხატავენ ,,რუსთავი 2"- ის ოფისში და შემდეგ აწვდიან ,,აიარაის" ოფისს

15-07-2019

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ეხმაურება.

როგორც სოციოლოგი აცხადებს, ის დიდი ხანია აღარ ენდობა ,,აიარაის" და ,,ენდიაის" კვლევებს და მათ სოციოლოგიური ანეკდოტების ჟანრში განიხილავს.

,,ჯერ უცნაურია, რომ ,,რუსთავი 2"- მა მოიპოვა და სხვამ ვერავინ ეს კვლევა. დიდი წარმოდგენის არასოდეს ვყოფილვარ ,,აიარაის" და ,,ენდიაის" კვლევებთან დაკავშირებით, მაგრამ ის, რაც მოხდა, რომ ,,რუსთავი 2"- თან აღმოჩნდა ინფორმაცია და ,,აიარაი" არც ადასტურებს და არც უარყოფს ამ ფაქტს, ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ როგორც ჩანს, რეიტინგებს ხატავენ ,,რუსთავი 2"- ის ოფისში და შემდეგ აწვდიან ,,აიარაის" ოფისს.

როგორც სოციოლოგისთვის, ,,აიარაი" და ,,ენდიაი" და მათი კვლევითი მეტამორფოზები დიდი ხანია სოციოლოგიური ანეკდოტების ჟანრში უნდა განვიხილოთ. ბაქრაძე ყველა დონის არჩევნების საიმედო აუტსაიდერია, როგორც ჩანს განლაგებულია, დამარცხების ინტენსივობის მიხედვით. მაშინ ამ ლოგიკით ბაქრაძე უნდა ყოფილიყო პირველი ან ნათელაშვილი უნდა ყოფილიყო პირველი, გრიგოლ ვაშაძეც გამოირჩევა იმით, რომ უკვე სტაბილურად აგებს არჩევნებს. სხვა კრიტიკას ვერ უძლებს. სასაცილო კი არა სატირალია და მართლა არ მესმის, რატომ ახდენს თავისი ბრენდის დისკრედიტაციას ,,აიარაი", რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას უწევს პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციების, ტრენინგების ველზე და ასეთ უმწეო კვლევებს სთავაზობს თავისი ბრენდის სახელით საზოგადოებას", - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)კვლევის შედეგების მიხედვით, რომელსაც ,,რუსთავი 2" ავრცელებს, პოლიტიკოსების პერსონალური რეიტინგი ასე გამოიყურება:

დავით ბაქრაძეს 59% აქვს, კახა კალაძეს 49%, გრიგოლ ვაშაძეს 48%, დავით უსუფაშვილს 41%, შალვა ნათელაშვილს 41%, ალეკო ელისაშვილს 40%, გიორგი გახარიას 40%.

მამუკა ბახტაძეს 38%, სალომე ზურაბიშვილს 36 %, გიორგი ვაშაძეს 35%. ამ ათეულში ვერ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი, მას 35% აქვს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930