გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: მსგავსი კვლევები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს არის აცდენილი, აზიანებს ყველა დასავლური ორგანიზაციის იმიჯს

15-07-2019

ექსპერტი, ნიკოლოზ მეტრეველი „რუსთავი 2“- ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება. 

მისი თქმით „დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულმა ტელევიზიამ სიხარულით გაასაჯაროვა ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის პოლიტიკური ნაწილი“. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებას არაერთი ასეთი კვლევა უნახავს „რუსთავი 2“ - ის ეთერში და ყველა ამ კვლევას რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ამის ნათელი დასტური კი უკანასკნელ წლებში ფილიგრანულად ჩატარებული ყველა არჩევნებია.

„კვლევის შედეგების მიხედვით, დავით ბაქრაძეს 59% აქვს, კახა კალაძეს 49%, გრიგოლ ვაშაძეს 48%, დავით უსუფაშვილს 41%, შალვა ნათელაშვილს 41%, ალეკო ელისაშვილს 40%, გიორგი გახარიას 40%.
მამუკა ბახტაძეს 38%, სალომე ზურაბიშვილს 36 %, გიორგი ვაშაძეს 35%. ამ ათეულში ვერ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი, მას 35% აქვს.
"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!"
ჩვენს საზოგადოებას „რუსთავი2“-ის ეთერში ალბათ ბოლო 10 წლის განმავლობაში არაერთხელ უნახავს არავალიდური „ე.წ. კვლევები", რომლებსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ამის ნათელი დასტური კი უკანასკნელ წლებში ფილიგრანულად ჩატარებული ყველა არჩევნებია.
როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილს მხოლოდ კვლევების გაყალბება ხელეწიფება. ყოველი არჩევნების და ახლა უკვე წარუმატებელი პუტჩის შემდეგ, ისინი ცდილობენ რეალობის მოდელირებას და მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით უტიფრად უპირისპირდებიან მათთვის მწარე რეალობას.
როგორც სოციოლოგმა, მინდა გულწრფელად ვურჩიო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უკვე დროა, საველე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქრონ. მსგავსი კვლევები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს არის აცდენილი, აზიანებს ყველა დასავლური ორგანიზაციის იმიჯს და წარმოშობს ანტიდასავლურ განწყობებს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930