გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხათუნა თოთლაძე პროექტის სერვისების გაერო-ს ოფისის ევროპული ოპერაციების ხელმძღვანელს შეხვდა

17-02-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა პროექტის სერვისების გაერო-ს ოფისის ევროპული ოპერაციების ხელმძღვანელთან, არმენ ჩობანიანთან.

შეხვედრისას, არმენ ჩობანიანმა ისაუბრა გაერო-ს ოფისის სამომავლო გეგმებზე საქართველოსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გაერო-ს ოფისი აპირებს საქართველოში საქმიანობას და ამ მიზნით, საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას.

თავის მხრივ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა, რომ საქართველო სრულად იზიარებს და მხარს უჭერს გაერო-ს ოფისის მიზნებსა და სულისკვეთებას, შესაბამისად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მის საქმიანობას საქართველოში.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველო ახორციელებს მსხვილ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და განათლების ინფრასტრუქტურა, და სწორედ ასეთი პროექტების მდგრად და ეფექტიან იმპლემენტაციაში ძალზე სასარგებლო იქნება პროექტის სერვისების გაერო-ს ოფისის ექსპერტიზა და გამოცდილება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031