16-07-2019
წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.
"როგორც გავიგეთ, ჩვენი ოპონენტები, მე ვიტყოდი საქართველოს ოპონენტები, "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ადამიანების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. კადრებში კი ჩანს, როგორ უტევენ ეს ადამიანები პოლიციელებს, არღვევენ კანონს და პოლიციელების მიმართ ძალადობენ იმ მიზნით, რომ პარლამენტში შემოჭრილიყვნენ. თუკი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, მაშინ გარკვეული აღიარებაცაა, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო ორგანიზებული თავდამსხმელთა ჯგუფი. მე არ ვუჭერ მხარს არც ერთ განცხადებას, სანამ ზუსტი არგუმენტები არ იქნება პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი სასამართლოში და სამართლის მიერ არ იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილება“, -განაცხადა ვოლსკიმ.