16-07-2019
სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და სადელიმიტაციო კომისიის გამართვას ეხებოდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს ანგარიში კომისიის შეხვედრის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონტაქტზე თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში.
„ ორი დღის უკან იყო სამწუხარო ინცინდენტი, რომელიც ამოწურულია. მე მსურს კიდევ ერთხელ ყველას მივმართო, რომ ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის და მინდა ყველას ვთხოვო, რომ მივცეთ საშუალება კომისიასა და შესაბამის უწყებებს, რომ გაგარძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.