გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ჯანმრთელობის მისაწვდომობა და სამედიცინო სერვისების ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგება არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა

16-07-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის, დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას პოზიტიურად აფასებს.

„მედიკამენტების მისაწვდომობის კუთხით გადადგმული ნაბიჯი არის რეალური შეღავათი ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს.

მინდა გამოვეხმაურო და პოზიტიურად შევაფასო საქრთველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის დღევანდელი ინიციატივა, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში შესულ ცვლილებებს უკავშირდება. გაფართოვდა სამიზნე ჯგუფი და ამიერიდან ყველაზე გავრცელებული 6 ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ აუცილებელ 35 დასახელების მედიკამენტს შეძენას სოციალურად დაუცველი ადამიანების გარდა, პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც სიმბოლურ ფასად - 1 ლარად შეძლებენ. მსგავსი გადაწყვეტილებები პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე და კეთილდღეობაზე.

ჯანმრთელობის მისაწვდომობა და სამედიცინო სერვისების ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგება არის ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა, სადაც 2012 წლის შემდეგ ყველამ ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიეთ. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს, უფრო მეტ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს პროგრამაში და მედიკამენტების შესაძენად გადადებული თანხა, საჭიროებისამებრ, სხვა მიმართულებით მოიხმაროს“, - წერს რატი იონათამიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930