16-07-2019
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, 2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩების ჩატარდებას ეხმიანება.
"გილოცავთ ყველას!
FIBA -მ საქართველო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძლად აირჩია!
პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩვენი კალათბურთის ფედერაციას, რომლებმაც უზარმაზარი შრომა გაწია ამ დიდი გამარჯვებისთვის. ასევე ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს, რომელთაც ეძლევათ შანსი, რომ ევროპის ჩემპიონატზე საკუთარ კედლებში ითამაშონ - ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა!
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, რადგან, გარდა იმისა, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ჩატარებით ქვეყანა ბევრ სიკეთეს მიიღებს, ეკონომიკის თუ ტურიზმის კუთხით, საქართველო ევროპის რუკაზე კიდევ უფრო მკვეთრად დაიმკვიდრებს ადგილს და განუმტკიცებს ჩვენს ქვეყანას პოზიციებს ევროკავშირისადმი სწრაფვაში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!
მნიშვნელოვანია ის ვალდებულება, რომელიც ჩვენმა გუნდმა პრემიერ მინისტრის მხარდაჭერით აიღო. დარწმუნებული ვარ ევრობასკეტიც ისეთივე წარმატებით ჩატარდება, როგორც აქამდე ჩატარებულა სხვადასხვა მაღალი რანგის ტურნირები.“