გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიუნხენში საქართველოს საკონსულო საქმიანობას უახლოეს მომავალში შეუდგება

17-02-2018

მიუნხენში საქართველოს საკონსულო დაწესებულება შეუდგება ფუნქციონირებას. საკონსულო ოფისი გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსულის კლაუს ჰიპის დახმარებით გაიხსნა.


ქ. მიუნხენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულთან კლაუს ჰიპთან, სადაც განხილული იქნასწორედ საკონსულო ოფისის საქმიანობასთან, საპატიო კონსულის სამომავლო გეგმებთან და გერმანია-საქართველოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.


აღსანიშნავია, რომ მიუნხენში საკონსულო ოფისის გახსნის თხოვნით საქართველოს საგარეო უწყებას გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა მიმართეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კლაუს ჰიპს საკონსულო ოფისის გახსნაში გაწეული დახმარებისათვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საკონსულო ოფისი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მიუნხენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას, არამედ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მიუნხენშისაქართველოს პოპულარიზაციის და ორმხრივი კონტაქტების გაღრმავებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031