გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ ლიტველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავი მიულოცა

17-02-2018

„ჩვენი მიზანი და ამბიციაა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ მეგობრობა, თანამშრომლობა და გვწამს, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულები ვიქნებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ ლიტველ ხალხს ისტორიული თარიღი მიულოცა და განაცხადა, რომ ქართველი ერს ლიტველი ხალხის მიმართ განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ერს საერთო ღირებულებები და საერთო ისტორია აკავშირებს, რაც მათ მეგობრობას კიდევ უფრო აძლიერებს.


„ბევრი რამ არის, რასაც ქართველი და ლიტველი ერი იზიარებს - ესაა საერთო ღირებულებები, საერთო ისტორია. 1918 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არასდროს შეწყვეტილა როგორც ლიტვაში, ასევე საქართველოში. 25 წლის წინ ჩვენ ერთად ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის და ეს ბრძოლაა ის, რასაც ვიზიარებთ. ესაა ის, რაც ჩვენ და ჩვენს მეგობრობას აძლიერებს.


მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ლიტველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული, ემოციური დამოკიდებულებაა. გვწამს, რომ იმავეს გრძნობს ლიტველი ხალხი ქართველი ერის მიმართ. ჩვენ ვგრძნობთ ამ განწყობას. ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით და ჩვენი მიზანი და ამბიციაა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ მეგობრობა, თანამშრომლობა და გვჯერა, რომ ამ მიმართულებით ძალიან წარმატებულები ვიქნებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ 100 წლისთავს ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზეიმო ღონისძიებაზე.


ორი ქვეყნის მსგავსი ისტორიისა და საერთო ღირებულებების შესახებ ისაუბრა ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა. „ჩვენ გვაერთიანებს საერთო ისტორია, ბედისწერა. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველოს მიზნების მიღწევაში დავეხმაროთ. გწამს, რომ მომავალი თაობები იმავე ღირებულებებს გაიზიარებენ“, - განაცხადა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.


ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031