გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში მცხოვრებ ქართველებთან დიასპორის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

17-02-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქ. მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა მიუნხენში მცხოვრებ ქართველებთან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მათთან შეხვედრისას მიმოიხილა გერმანიაში ქართული დიასპორის ფუნქციონირებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. დიაპორის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს ქ.მიუნხენში საკონსულო ოფისის გახნისათვის და ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა გერმანიაში საქართველოს საპატიო კონსულის კლაუს ჰიპის დიდი წვლილი.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ამ მხრივ არსებულ ვითარებას და საქართველოს მოქალაქეების ნაწილის მხრიდან თავშესაფრის სტატუსის მაძიებელთა პროცედურების ბოროტად გამოყენების ფაქტებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს და ქართველი ხალხის დიდი მონაპოვარია და მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ხელი შეუწყონ მის შენარჩუნებას. დიასპორის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს მანკიერი შემთხვევის გამო და მზადყოფნა გამოხატეს მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.


საუბარი შეეხო გერმანიაში მოღვაწე წარმატებული ქართველების პოპულარიზაციის ხელსეწყობას, როგორც საქართველოში, ასევე თავად გერმანიაში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქ. მიუნხენში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით ქართული სათვისტომო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები.

მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა ქართულ დიასპორას საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და დახმარება აღუთქვა დიასპორულ ორგანიზაციებს საიუბილეო თარიღის სათანადო აღნიშვნაში.

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს სახელმწიფოს მხრიდან დიაპორასთან ეფექტური თანამშრომლობისათვის გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცება, დიასპორისთვის სპეციალური საინფორმაციო პორტალის შექმნა და დიასპორის წარმომადგენლებისათვის შექმნილი სპეციალური პროგრამები.


შეხვედრაზე დიაპორის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგულარული შეხვედრების ფორმატისთვის და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031