გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ქართული მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი აღიარება მოხდა

18-07-2019

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„რამდენიმე წუთის წინ მოხდა ქართული მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი აღიარება! უკვე ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით: 1. „რუსთავი 2“ - საქართველოს წინააღმდეგ, გაიმარჯვა საქართველომ; 2. საქმეზე „ძმები ყარამანაშვილები საქართველოს წინააღმდეგ“ - გაიმარჯვა საქართველომ; 3. ევროპულმა სასამართლომ სწორედაც რომ დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წარმოადგენს ქიბარ ხალვაშის კანონიერ საკუთრებას. სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ „რუსთავი 2“-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში, საქმის არცერთ ნაწილში, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია! ქართულმა სასამართლომ მართლმსაჯულების ეს საერთაშორისო ტესტი მართლაც დიდი წარმატებით ჩააბარა! სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ნათელს ხდის, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და კანონიერების უმაღლესი ევროპული სტანდარტით“. - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930