გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა: სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულება სამართლიანად და სწორად განხორციელდა

18-07-2019

„გადაწყვეტილება საკმაოდ ცალსახა და მკაფიოა. სხვათაშორის, სხვადასხვა სახის ინტერპრეტირების საშუალებას არ იძლევა“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.

„ამ სასამართლოს გადაწყვეტილებით დღეს ძალიან ცხადად და ნათლად უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულება სამართლიანად და სწორად განხორციელდა. აი ეს დაადასტურა დღეს ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ. 

ჩვენ ვცდილობთ ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება. ის, რომ ჩვენთვის გამოხატვის აზრის თავისუფლება შესაძლებლობის მიცემა, რომ თავისი აზრი ცენზურის გარეშე დააფიქსიროს, ეს რომ ღირებული და მნიშვნელოვანია, ამ პროცესმაც დაგვანახა. ამ საქმეზე ეს გადაწყვეტილება ქართულ სასამართლოს წლების წინ აქვს მიღებული. მას შემდეგ ორ წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ ჩვენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდით. 

რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობას, ამას ქვეყანაში არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ხულორდავამ.

ცნობისთვის, რუსთავი2-ის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. სტრასბურგის სასამართლომ ევროკონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა და შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე, ვინაიდან სტრასბურგის გადაწყვეტილებით უქმდება დროებითი აღსრულების მექანიზმი.

რუსთავი2 სტრასბურგში ევრკონვენციის ოთხი მუხლის დარღვევის დადგენას ითხოვდა, კერძოდ: სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება (მე-6 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10), უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მუხლი 18), საკუთრების დაცვა (პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი).


ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე - https://www.primetime.ge/news/1563441955-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930