გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ჩიტიძე: მეტი აკადემიური რეფლექსია ჩვენთვისვეა საჭირო, ვიდრე სასამართლოს ბნელ დერეფნებში რუსეთის აგენტების ძებნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იქ არ არიან

18-07-2019

იურისტი გიორგი ჩიტიძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ როდესაც სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ პრესრელიზში დაგიწერენ, რომ „რ2“, მისი იურისტები და, განსაკუთრებით, გენდირექტორი ცდილობდა სასამართლოს პარალიზებას,  ამაზეც წინასწარ ფიქრი ურიგო არ იქნებოდა.

„და კიდევ ერთი, სტრასბურგის სასამართლო, უპირველესად, არის მართლმსაჯულების ორგანო, რომელიც ყოველთვის და ყველა საქმეზე ეროვნულ კონტექსტს, პოლიტიკურ ვითარებას და საკითხის მნიშვნელობას იმდენ წონას არ მიანიჭებს, რამდენიც ჩვენ გვსურს. ჩვენ გარდა, 46 წევრი სახელმწიფოა და ასიათასობით საქმე.

ამიტომ, როდესაც ერთ გადაწყვეტილებაში, დასაშვებობის 3 სხვადასხვა კრიტერიუმს გამოიყენებს სარჩელის 70%-ის არმისაღებად, მიგითითებს რომ, ბევრი შეცდომა დაუშვი შიდა სამართალწარმოებაში, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე, რატომ მოხდა ასე.

ასევე, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალურ პრესრელიზში დაგიწერენ, რომ „რ2“, მისი იურისტები და, განსაკუთრებით, გენდირექტორი ცდილობდა სასამართლოს პარალიზებას, მოსამართლეთა მიმართ დაუსაბუთებელი აცილებების დაყენებით თუ მათი საჯარო შეურაცხყოფით, ამაზეც წინასწარ ფიქრი ურიგო არ იქნებოდა.

ყველა ანდრაშ შაიო ვერ იქნება. ყველა იდეალისტი ვერ იქნება.იურისტები ღმერთები არ არიან, არც თბილისში, არც სტრასბურგში და არც იოჰანესბურგში.

მეტი აკადემიური რეფლექსია ჩვენთვისვეა საჭირო, ვიდრე სასამართლოს ბნელ დერეფნებში რუსეთის აგენტების ძებნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი იქ არ არიან“. - წერს გიორგი ჩიტიძე სოციალურ ქსელში.

დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930