18-07-2019
საჯარო რეესტრმა ახლადდარეგისტრირებული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა.
საჯარო რეესტრმა ახლადდარეგისტრირებული მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის დირექტორად ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დაარეგისტრირა. ნიკა გვარამია თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
ხალვაშმა ამ მოთხოვნით რეესტრს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, 15:55 საათზე მიმართა; საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია 17:20 საათზე დაასრულა.