18-07-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფიო ქაცარავა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ უხერხულია ზოგიერთი პოლიტიკოსის ლაპარაკი, სტრასბურგის სასამართლოს მოსყიდვის შესახებ.
"ცალკეული პოლიტიკოსების რეაქცია და კომენტარები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რბილად რომ ვთქვათ ძალიან უხერხულია. განსაკუთრებით სტრასბურგის სასამართლოს მოსყიდვაზე აპელირება, ისევე როგორც რუსეთის გავლენებზე ლაპარაკი. არასერიოზულია ეს ყველაფერი.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, მოსწონს ეს ვიღაცას თუ არა“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.