გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში ,,ფიროსმანი“ დასმა მაყურებელს სპექტაკლი ,,მე ვარ მხატვარი“ წარუდგინა

18-07-2019

დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეაში, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ დასმა მაყურებელს სპექტაკლი ,,მე ვარ მხატვარი“ წარუდგინა.

ქართველი გენიოსი ფერმწერის ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ქრონიკები შთამბეჭდავად გააცოცხლეს ახალგაზრდა შემსრულებლებმა.

სპექტაკლს, რომლის რეჟისორია ვეფხვია გორგოძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ვისთვის ,,გავლენიანი უცნობი“, ვისთვის ,,დაუფასებელი გენია“ - ასე შემოვიდა ნიკალა ჩვენში დავიწყების შემდეგ, გაღატაკების შემდეგ, შიმშილის შემდეგ... - დღეს, კიდევ ერთხელ გაიჟღერა ამ უკვდავმა ფრაზებმა და ,,დიადი ღატაკის“ შეუცნობელ სამყაროზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930