გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართულ სასამართლოში სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა

19-07-2019

სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართულ სასამართლოში სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის თოქშოუში „პირისპირ“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის გარდა სხვა ორ საქმეზეც - ვაზაგაშვილი-შანავას და გოგოლაძის საქმეზეც გამოიტანა გადაწყვეტილება.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ იმ საქმეებთან დაკავშირებით, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ მართლმსაჯულებასთან გვქონდა საქმე, დაადგინა და კიდევ ერთხელ ბეჭედი დაუსვა, რომ ერთ შემთხვევაში წამების ფაქტთან დაკავშირებით გამოიტანა სახელმწიფოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება - 2008 წლის ქეისთან დაკავშირებით , გოგოლაძის საქმეზე და ასევე ვაზაგაშვილი-შანავას საქმეზე, სოცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ბეჭედი დაუსვა იმას, რაც ისედაც კარგად ვიცოდით. აქაც სახელმწიფომ წააგო ეს დავა“ განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქართული სასამართლოს დესკრედიტაცია მომხდარიყო. 

„ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით ლანძღვა-გინება. ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ ერთ ფაქტორს - იქ იყო საუბარი ასევე გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელზეც მიბმული იყო გადაწყვეტილება შეჩერებასთან და გარკვეულ რისკებთან დაკავშირებით, რომელიც ორი წლის წინ გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ. აქ საერთოდ არ უმსჯელია და დაუშვებლად ცნო ამ ნაწილში სარჩელი, ისევე, როგორც საკუთრებასთან დაკავშირებით, აქაც საერთოდ არ უმსჯელია და სარჩელი დაუშვებლად ცნო. შვიდივე მოსამართლე ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას, არც ერთი არ იყო წინააღმდეგი. მეორე შემთხვევაში, სადაც სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე იყო საუბარი, იქ იყო ექვსი ერთის წინააღმდეგ, ანუ მხოლოდ ერთ მოსამართლეს ჰქონდა განსხვავებული აზრი, ანუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მაღალ ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამ ქეისთან დაკავშირებით, სამივეში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი ურევია. ორ შემთხვევაში, სადაც მათი დროინდელი მართლმსაჯულების შედეგებზე იყო საუბარი, აქ ქართული სახელმწიფო გამტყუნდა, ხოლო 2012 წლის შემდგომ მართლმსაჯულებას რაც შეეხება რუსთავი 2-ის ქეისს, აქ ქართული მართლმსაჯულება და ქართული სასამართლო გამართლდა. მარტივად რომ ვთქვათ, სამივე საქმეში „ნაციონალური მოძრაობა“ გამტყუნდა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031