გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
96 წლის კაცმა სირბილში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

19-07-2019

ვირჯინიის შტატის მცხოვრებმა როი ენგლერტმა USATF Masters Outdoor-ის ჩემპიონატზე გაიმარჯვა. 96 წლის მორბენალმა 5 კილომეტრი 42 წუთში გაირბინა და წინა რეკორდსმენის მაჩვენებელზე 8 წუთით უკეთესი შედეგი აჩვენა.


„ეს ძალიან სახალისოა, მაგრამ ყველაზე სახალისო მომენტი მაშინ დგება, როდესაც ფინიშის ხაზს გადაკვეთ. მე თავს შთაგონების წყაროდ არ ვთვლი. მოგება მარტივია, როდესაც ყველა კონკურენტი უკვე გარდაცვლილია“, - განუცხადა ენგლერტმა Runners World-ს.


ენგლერტს 95-99 წლის ასაკობრივ კატეგორიაში 800, 1500 და 3000 მეტრზე მსოფლიო რეკორდები ეკუთვნის. ყოველდღიურად ის 3-4 კილომეტრს დარბის.





https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031