19-07-2019
საბერძნეთი მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა.ეს ინფორმაცია ქრონიკას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
დღეს საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგებისინფორმაციით, ათენიდან 23 კილომეტრზე 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ადგილობრივების თქმით, ბიძგები საკმაოდ ძლიერი იყო. სტიქიის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი სისტემაც.
გაითიშა ფიჭური კავშირგაბმულობა და ინტერნეტი.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.