19-07-2019
კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 19 ივლისს, 23:00 საათიდან 20 ივლისის დილის 08:00 საათამდე ეტაპობრივად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით ამსვლელ მონაკვეთზე და ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტისა და იოანე ვაკელის ქუჩების მიმართულებით.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამავე დროს, ერთი კვირით დაიკეტება ბუდაპეშტის ქუჩის მონაკვეთი (კანდელაკის ქუჩიდან ლისის ტბის მიმართულებით).
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება კი დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.