გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლედი გაგა ანუკი არეშიძის კაბაში - ფოტო

20-07-2019

მოდის წამყვანი ჟურნალი Vogue წერს, რომ მომღერალ ლედი გაგას ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის ტანისამოსი აცვია.


ცნობილმა მომღერალმა არჩევანი ანუკი არეშიძის 2019 წლის შემოდგომის კოლექციიდან, ვეგანური (არანატურალური) ტყავის კაბაზე შეაჩერა.


“არავის უყვარს ახალი ეტიკეტი იმაზე მეტად, ვიდრე ლედი გაგას. პოპ მუსიკის ყველაზე პოპულარული ქამელეონი თავის სტილს ინარჩუნებს, მომღერალი კოსმეტიკურ ბრენდ Haus Laboratories-თან თავის ბოლო პროექტს ახორციელებს. მან არჩევანი ქართველ დიზაინერზე შეაჩერა. ლედი გაგა დასავლეთ ჰოლივუდში შავი ტყავის კაბით ჩავიდა, რომელიც ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის- Anouki’s Fall 2019 წლის კოლექციიდანაა”,-წერს ჟურნალი Vogue.


მოდის წამყვანი ჟურნალი ასევე წერს, რომ ანუკი არეშიძის ტანისამოსი ისეთ ცნობილ ადამიანებს აცვიათ, როგორიცაა მომღერალი ჯესი ჯეი ( Jessie J) და კლო კარდაშიანი.


“ვეგანური ტყავისგან დამზადებულ კაბაში, რომელიც ერთ მხარეს მორთულია, ლედი კაბა მომხიბვლელად გამოიყურებოდა”,-წერს Vogue.





ipress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930