გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიდეო - პოლიციამ ბაღდათში 36 ძირი "კანაფი" ამოიღო

20-07-2019

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, ბაღდათის რაიონში, დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას 36 ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე ,,კანაფი" ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით.

იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/imeretisrachalechkhumisdakvemosvanetispolitsia/videos/21314230958

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930