გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თუშეთში მაშველებმა ამერიკის სამი მოქალაქე გადაარჩინეს

20-07-2019

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფმა ომალოში ამერიკის სამი მოქალაქე გადაარჩინა.

კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში დაშავებული ტურისტების შესახებ. 

დაშავებულების დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა ამერიკის ოთხი მოქალაქე, სამი ქალი და 1 მამაკაცი, ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

მათ შორის, ერთ ქალბატონს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი სამი ტურისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930