გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო

21-07-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ო.რ., ასევე ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული შ.ბ. და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სამართალდამცველებმა შ.ბ. თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ, ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო. 

რაც შეეხება ო.რ.-ს, რუსთავის პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 10 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი. 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ნ. სამართალდამცველებმა რუსთავში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, 700 გრამამდე ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930