21-07-2019
რაგბიში საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა. შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ლოძში შვიდკაცა რაგბის ევროპის გრანპრის ფარგლებში შედგა.
შეხვედრა 22-17 დასრულდა.
მანამდე საქართველოს გუნდმა ინგლისის ნაკრებს მოუგო, თუმცა, ქართველი მორაგბეები გერმანიასთან 12-15 დამარცხდნენ.