21-07-2019
"იულია სუსლიაკი ხვალ, 13:00 საათზე აპირებდა ბრიფინგზე ეთქვა ყველა იმ ადამიანის სახელები, გვარები, ის უკანონობები, რასაც ჩადიოდნენ დაკავებიდან მთელი სამი თვის განმავლობაში. სწორედ იმისათვის, რომ ეს არ დაეშვათ, გენერალური პროკურატურის მითითებით, შსს-ს თანამშრომლებმა დღეს, 9-ის ნახევარზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაიტაცეს ქალბატონი იულია სუსლიაკი" - ეს განცხადება იულია სუსლიაკის დვოკატმა, ზურაბ თოდუამ გააკეთა.
მისი თქმით, დაკავების საფუძველი არ არსებობდა.
"მისი ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია ჩემთვის. ვაცხადებ, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი მისი დაკავებისა არ ჰქონდათ, ეს უბრალოდ ემსაახურება ერთადერთ მიზანს, რომ ხვალ იგი ბრიფინგზე არ გამოჩენილიყო ჩემთან ერთად" - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორი, მარიამ გოგორელიანი ამ ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, იულია სუსლიაკი საქართველოში არავის დაუკავებია და მისთვის უცნობია სად იმყოფება ამდროისთვის ის.
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლეს.