21-07-2019
ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა „რუსთავი 2“-ის ჟრნალისტებსა და დირექტორს, პაატა სალიას შორის.
შეხვედრაზე უნდა განხილულიყო „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის საკითხი, რომელსაც უნდა დაეცვა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.
პაატა სალიას განცხადებით, მსგავსი საბჭო არ შეიქმნება.
"წერილობითი გარანტია იმისა რასაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, არ არსებობს და არ არსებობს, მით უმეტეს, იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ იგივე ის სიტყვები რაც იმ პუნქტში წერია, რომ შეიძლება რაღაც მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული და მერე ამას შეიძლება 1000 ინტერპრეტაცია მიეცეს. არ არის ეს ის ფორმა, რომელიც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, თუ რაიმე სიმპტომი იქნება, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას და ა.შ. ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ" - განაცხადა პაატა სალიამ.