21-07-2019
ახალციხეში, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ეკლესიიდან გასაყიდად გამზადებული ჯვრები და ხატები, ასევე 200 ლარი მოიპარეს.
საქმეზე ძიება მიმდინარეობს.
ახალციხეში, რაბათის უბანში გრიგოლ განმანათლებლის სომხურ სამოციქულო ეკლესიიდან ჯვრები, ხატები და ფული 16 ივლისს, სავარაუდოდ ღამის საათებში მოიპარეს.
„17 ივლისს დილით მივედი და შესაწირ ყუთში თანხა აღარ დამხვდა, წაღებული იყო გასაყიდად დადებული საეკლესიო ნივთები. ვერ წარმომიდგენია, ეს ვის უნდა გაეკეთებინა, მსგავსი შემთხვევა აქ არ გვქონია. მე თვითონ დავრეკე პოლიციაში, მოვიდნენ მაგრამ დააკავეს თუ არა ამის ჩამდენი არ ვიცი“ - განაცხადა ახალციხისა და ბორჯომის სათვისტომოების მოძღვრმა ბერ ჰაკობ სააკიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც შენობაში უკანონოდ შეღწევას და ქურდობას გულისხმობს.
შსს–ში ამბობენ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია, თუმცა ამ ეტაპზე დაკავებული არ არის.